ოპოზიციის წარმომადგენლები საკომიტეტო მოსმენებს არ ესწრებიან

 „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დავით ზალკალიანის გამოსვლას არ ესწრებიან. „ჩვენ არ ვაპირებთ ამ პროგრამის განხილვაში მონაწილეობას, იმიტომ რომ არაფერი ამ მთავრობის ხედვებში შეცვლილი არ არის. ეს ყველაფერი იყო მორიგი ნაბიჯი ივანიშვილის მხრიდან, რომ გამოეწვია საზოგადოება გახარიას დანიშვნით. არანაირი ახალი ხედვა და პრობლემის გადაჭრის გზები მათ მიერ შემოთავაზებული არ არის, ამიტომ ჩვენ, კომიტეტებს არ დავესწრებით და არც ერთ შეკითხვას არ დავუსვამთ არც საგარეო საქმეთა და არც სხვა მინისტრობის კანდიდატს“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ. საქართველოს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დღეიდან დაიწყო. მინისტრობის კანდიდატებს დღეს, საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები