სალომე სამადაშვილი – ზალკალიანი დღეს აქ რა სინდისით მოდის გახარიას კაბინეტის შემადგენლობაში

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პარლამენტში, კომიტეტის სხდომები დაიწყო რეგლამენტის დარღვევით, რადგან მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ სურვილი, დაესწრონ კომიტეტზე განხილვას, საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს.
„მოქალაქეების დასწრებას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და რეგლამენტი. დღეს პარლამენტის შენობა ჩაიკეტა მოქალაქეებისთვის, არავის უშვებენ შენობაში საკომიტეტო მოსმენებზე დასასწრებად. ეს არის შეშინებული, შეყუჟული ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და ამ ხელისუფლებასთან ქართველ ხალხს შეკითხვები აღარ აქვს. ხალხს სურს, ისინი წავიდნენ ძალაუფლებიდან. საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთადერთი შეკითხვა მექნებოდა – მან ერთხელ დატოვა თვალცრემლიანმა შესაბამისი პოზიცია საგარეო საქმეთა სამინისტროში და განაცხადა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი იცვლებოდა. დღეს აქ რა სინდისით მოდის იგივე ადამიანი გახარიას კაბინეტის შემადგენლობაში, რომელმაც რუსული ოკუპაციის პროტესტის გამო თვალები დათხარა საკუთარ მოქალაქეებს“,-აღნიშნა სამადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები