თეა წულუკიანი: გახარიას კანდიდატურა პრემიერის პოსტზე იმიტომ შეირჩა, რომ ის მინისტრებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ის პრემიერის შერჩევის საკითხის განხილვას გუნდში არ ესწრებოდა. თუმცა, როგორც მან განაცხადა, გიორგი გახარიას კანდიდატურა ამ პოსტზე იმის მიხედვით შეირჩა, რომ ის გუნდში, მინისტრებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესოა.
​მისივე ინფორმაციით, პარლამენტში წარდგენილ სამოქმედო გეგმაზე გუნდმა ერთად იმუშავა.
“პროცესი, პარტიის შიგნით როგორ შეირჩა პრემიერის პოსტზე ბატონი გიორგი მე არ ვიცი, არ ვყოფილვარ ამის მონაწილე. მაგრამ დარწმუნებული ვარ და როგორც ვიცი, მთავარი რის გამოც ის დასახელდა მინისტრებიდან ამ პოზიციაზე არის ის, რომ ის ჩვენ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა.
პროგრამის შედგენაში ჩვენ ყველა ერთად ვიყავით ჩართული, ვფიქრობ ეს პროგრამა შედეგებით მიგვიყვანს მომავალი წლის არჩევნებამდე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები