დავით ზალკალიანი: გუგუტიანთკარის პროცესები აჩენს განცდას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის კუთხით საქმიანობა არის გასააქტიურებელი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დავით ზალკალიანის განცხადებით, სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესები აჩენს განცდას, რომ მოსახლეობის ჰუმანიტარული პირობების შეზღუდვის კონტექსტში, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის კუთხით საქმიანობა არის გასააქტიურებელი.
ამის შესახებ ზალკალიანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, უწყება ახერხებს იმას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საკითხი საერთაშორისო ფორმატებში არის აქტუალური.
„გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებმა, ადგილზე გახლდით ჩასული, შევხვდი მოსახლეობას, განცდა გამიჩინა, რომ ჩვენ გასააქტიურებელი გვაქვს საქმიანობა საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის კუთხით, მათი ჰუმანიტარული პირობების შეზღუდვის კონტექსტში. ამიტომ ჩვენი, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ ჩვენი იძულებით გადაადგილებულ პირებისთვის და კონფლიქტურ ზონებში მცხოვრებ მოსახლეობისთვის მძიმე ჰუმანიტარული პირობების შემსუბუქებაა. ყველა ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ სპეციალიზერებული ორგანიზაციები, რომლებიც მსგავს საკითხებზე მუშაობენ, იყვნენ მაქსიმალურად ჩართული ამ პრობლემების მოგვარებაში“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები