ზაალ ანჯაფარიძე: აშშ-ს ელჩის დანიშვნა პოზიტიური სიგნალია და ეს ნიშნავს, რომ ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან კიდევ უფრო ინტენსიური და სიღრმისეული გახდება

“საინტერესოდ იწყება შემოდგომა. ორშაბათიდან ქვეყანას ახალი პრემიერი ეყოლება – გიორგი გახარია. ხანგრძლივი, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ჩვენი მთავარი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი დონალდ ტრამპი საქართველოში ახალ ელჩს, მაღალი რანგის კარიერულ დიპლომატას, აგზავნის“, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება.
“საინტერესოდ იწყება შემოდგომა ორშაბათიდან ქვეყანას ახალი პრემიერი ეყოლება – გიორგი გახარია. ხანგრძლივი, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ჩვენი მთავარი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი დონალდ ტრამპმი საქართველოში ახალ ელჩს, მაღალი რანგის კარიერულ დიპლომატას, აგზავნის. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი ელჩია, რომელსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოში აგზავნის.
ეს ძალიან პოზიტიური სიგნალია და ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან კიდევ უფრო ინტენსიური, საქმიანი და სიღრმისეული გახდება, ოპონენტების მცდელობის მიუხედავად მრუდე სარკეში წარმოაჩინონ მდგომარეობა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო-აშშ ურთიერთობებში, ახალი ეტაპი იწყება”,- წერს ზაალ ანჯაფარიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები