დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის ელჩი დანიშნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კელი დეგნანი დანიშნა.
ამის შესახებ იმ რელიზშია ნათქვამი, რომელიც ადმინისტრაციულ-საკვანძო თანამდებობებზე პირთა დასახელების მიზანს ეხება.
კელი დეგნანი ამჟამად ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველია. მანამდე კი ის კოსოვოსა და იტალიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად მუშაობდა.
1993 წლის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის დაწყებიდან კელი დეგნანი დიპლომატიურ მისიაში იმყოფებოდა ავღანეთში, თურქეთში, ბოტსვანასა და პაკისტანში.
ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი გასული წლის გაზაფხულიდან არ ჰყავს. ამ თანამდებობას იან კელი იკავებდა, რომელმაც მუშაობა აღნიშნულ პოსტზე შარშან გაზაფხულზე დაასრულა. ამჟამად საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები