სოფიო ქაცარავა გვატემალას საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ გვატემალას საგარეო საქმეთა მინისტრთან, სანდრა ხოველ პოლანკოსთან, შეხვედრა გამართა, რომელიც საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-გვატემალას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში შემავალი ყველა ძირითადი საკითხი განიხილეს.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სოფიო ქაცარავამ ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა.
შეხვედრისას ხაზი გაესვა გვატემალას რესპუბლიკის მხარდაჭერას იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს რეზოლუციაზე, რომელსაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწიურად წარადგენენ. როგორც აღინიშნა, გვატემალა რეზოლუციის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
​სანდრა ხოველ პოლანკომ სოფიო ქაცარავას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.
„საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გვატემალას საგარეო საქმეთა მინისტრი. შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და მათი კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები. საქართველოს და გვატემალას გააჩნია ურთიერთობების გაღრმავების დიდი შესაძლებლობა”,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
შეხვედრის დასასრულს სანდრა ხოველ პოლანკომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გვატემალაში მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები