მაღაზიათა რომელი ქსელია ყველაზე პოპულარული – Gamma Research-ის კვლევა

2018 წელს ქსელურ მაღაზიებს მომხმარებელთა რაოდენობა გაეზარდა. Gamma Research-ის მონაცემებით, მომხმარებელთა რაოდენობა 2017 წელთან შედარებით 8%-ით იყო გაზრდილი.
კომპანიის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ქსელების პირველი ოთხეული: ნიკორა, ორი ნაბიჯი, კარფური და სპარი. ამ მაღაზიებს 2018 წელს ყველაზე მეტი მომხმარებელი ესტუმრა. მათზე ჯამში ვიზიტების რაოდენობის 70 % მოდის.
კომპანიის ანალიზში მითითებულია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისის სასურსათო რითეილის სავაჭრო ფართი 12%-ით გაიზარდა, აფთიაქების – 32%-ით, საყოფაცხოვრებო ქიმიის და პარფიუმერიის მაღაზიების კი – 6%. ზოომაღაზიების ფართი, პირიქით, შემცირდა 16%-ით.
მთლიანად სასურსათო-საყოფაცხოვრებო მაღაზიების ფართები 13 % -ით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები