თინა ბოკუჩავა: გახარიას პრემიერ-მინისტრის სავარძელში მოკალათების საშუალებას არ მივცემ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინათინ ბოკუჩავას თქმით, ის გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის სავარძელში კომფორტულად მოკალათების საშუალებას არ მისცემს.
სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას, ბოკუჩავამ ბიძინა ივანიშვილს პირობა მისცა, რომ ამას შეასრულებს.
“მე მინდა ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა და ვპირდები, მე ვპირდები იმას, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ როგორც გავრილოვი ვერ მოკალათდა კომფორტულად საქართველოს პარლამენტის სკამში, ისე ვერ მოკალათდება კომფორტულად დამნაშავე კრიმინალი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის სკამში”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ “ტვ პირველის“ ეთერში პირდაპირი ჩართვისას.​
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები