თამარ ჩუგოშვილი: ვფიქრობ მთავრობის ახალ შემადგენლობას უმრავლესობის მხარდაჭერა სრულად ექნება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ყველა წევრი უჭერს მხარს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას. მისივე ინფორმაციით, მათი ეს პოზიცია დღევანდელ უმრავლესობის შეხვედრაზე ნათლად ჩანდა.
„კენჭისყრაზე ვნახავთ რამდენი ხმა ექნება. უმრავლესობის მხარდაჭერა, ვფიქრობ, რომ ექნება სრულად. ჩვენ გვქონდა დღეს დილით შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში და რამდენადაც ვხვდები, უმრავლესობის ყველა წევრი უჭერს მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს.
​შეხვედრა ეხებოდა საორგანიზაციო საკითხებს, რომლებიც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებასთან არის დაკავშირებული. პროცედურულად ჩვენ გვეკუთვნის კომიტეტებზე მთავრობის წევრობის კანდიდატების მოსმენა კიდევ დამატებით ორი დღე პოლიტიკურ ჯგუფებში, ანუ ფრაქციებში. შესაბამისად, განვიხილავდით ამ გრაფიკის თანმიმდევრობას, პროცესის წარმართვის საკითხს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები