სუს-ი: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე უკანონო შეზღუდვებს აწესებენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები 4 სექტემბრის 21:00 საათიდან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე უკანონო შეზღუდვებს აწესებენ.
როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები.
„ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, მიმდინარე წლის 4 სექტემბრის 21:00 საათიდან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე აწესებენ უკანონო შეზღუდვებს.
აღნიშნული ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მოცემულ უკანონო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გააქტიურებული იქნა „ცხელი ხაზი“.
ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები“, – აცხადებენ სუს-ში.
ცნობისათვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტში განაცხადეს, რომ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც ე.წ. უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, აღნიშნული შეზღუდვა “ცოდნის დღეს” უკავშირდება.
ე.წ. საზღვარი ორი დღით ჩაიკეტება, კერძოდ, 4 სექტემბრის 20:00 საათიდან – 6 სექტემბრის 06:00 საათამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები