„პატრიოტთა ალიანსი“ „სააკაშვილების და ბოკერიების“ დასჯის მოთხოვნით აქციებს აანონსებს – „გვსურს პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან“ (ვიდეო)

პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ „სააკაშვილების და ბოკერიების” დასჯის მოთხოვნით მომხრეებს 8 და 15 სექტემბერს შეკრებისკენ მოუწოდებს.
დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელეს.
როგორც ვიდეომიმართვაში თარხან-მოურავი აღნიშნავს, ხალხი 8 სექტემბერს 16:00 საათზე სპორტის სასახლეში უნდა შეიკრიბოს, 15 სექტემბერს 16:00 საათზე “რესპუბლიკის მოედანზე” და აღარ დაიშალოს.
ირმა ინაშვილმა ვიდეომიმართვაში ახალგაზრდობას და სტუდენტებს მიმართა და მოუწოდა, რომ „ნუ ენდობით სააკაშვილებს და ბოკერიებს, მათთვის ახალგაზრდაც და მოხუციც მხოლოდ ფარია. ისინი თქვენ ისევე გაგწირავენ, როგორც თავის დროზე გაწირეს კოდორი და ახალგორი“.
„ვეუბნებით ამერიკას და ევროპას – ნუ მფარველობთ სააკაშვილებს და ბოკერიებს, მათ ქართველი ხალხი მხარს არ უჭერს. იყავით ქართველი ხალხის გვერდით, მხარი ქართველ ხალხს დაუჭირეთ.
მსოფლიოში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დიდი სახელმწიფოები მესამე მსოფლიო ომისკენ მიდიან. სააკაშვილებს და ბოკერიებს ამაში ჩვენი ჩართვა სურთ, რასაც მოჰყვება საქართველოს სრული განადგურება. ჩვენ არ გვინდა ომი, ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ გვინდა სამხედრო ნეიტრალიტეტი, პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან, სოხუმთან, ცხინვალთან. ჩვენ ვითხოვთ, დაისაჯონ სააკაშვილები და ბოკერიები“, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები