მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება – საქართველოს საწვავის ბაზარზე არაფერი იცვლება
მსოფლიო ბაზარზე ნავთობი გაიაფებას განაგრძობს. ბოლო 24 საათში Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 1.24%-ით, ხოლო ამერიკული მსუბუქი ნავთობის ფასი 1.65%-ით შემცირდა.
Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულება $58-ს ჩამოსცდა. $54.19-მდე შემცირდა ამერიკული მსუბუქი ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსული ღირებულებაც. მსოფლიოში ნავთობის გაიაფება საქართველოს საწვავის ბაზარზე ჯერჯერობით არ ასახულა. ბრენდირებულ სადგურებზე პრემიუმის მარკის ბენზინი 2.61-2.69 ლარი ღირს, რეგულარის 2.51-2.59 ლარი. ფარგლებში. დიზელის მინიმალური ფასი 2.60 ლარია.