პარლამენტმა ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

საკანონმდებლო ორგანომ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
პარლამენტარებმა საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს და დადგენილება პლენარულ სხდომაზე 96- ხმით მიიღეს.
ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ის თბილისში გამართული სესიის, რომელიც საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატორი იყო. 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ქუცნაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თხოვნით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები