ირაკლი კობახიძე სერგეი გავრილოვზე: ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ მისი ამოცანების რეალიზებას არ შევუწყოთ ხელი

საქართველოს ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის განცხადებების აქტუალიზაცია საჭირო არ არის, რადგან ეს რუსეთის ინტერესშია.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ მისი ამოცანების რეალიზებას არ შევუწყოთ ხელი“.
„ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ ხელოვნურად ნუ გავუკეთებთ განცხადებებს აქტუალიზაციას დუმის ერთ-ერთი დეპუტატის, რომელიც ცუდად დაგვამახსოვრდა იმ ინციდენტიდან გამომდინარე, რომელიც იყო საქართველოს პარლამენტში. მისი განცხადებების აქტუალიზაცია მაინცდამაინც კარგი არ არის. მისი ამოცანა არის გარკვეული ელემენტები შემოიტანოს ჩვენ პოლიტიკურ პროცესში, ეს არის იმ ქვეყნის ინტერესებში და ამ ინტერესებს ემსახურება დუმის დეპუტატი. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ მისი ამოცანების რეალიზებას არ შევუწყოთ ხელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენას გამოეხმაურა.
გავრილოვმა იმედი გამოთქვა, რომ გახარია გამოიჩენს სიმამაცეს და რუსეთთან გულახდილ მოლაპარაკებაზე გავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები