სად რამდენს უხდიან – ხელფასების სტატისტიკა ბიზნესსექტორში

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1 241.1 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 90.7 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 946.1 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 73.2 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით, საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
• მსხვილი ბიზნესი – 1 251.0 ლარი,
• საშუალო ბიზნესი – 1 407.7 ლარი,
• მცირე ბიზნესი – 1 132.6 ლარი.
საქსტატის სტატისტიკის თანახმად, დაქირავებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა 42.1 % მცირე ბიზნესშია დასაქმებული. საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 21.4 % საქმიანობს. მსხვილ ბიზნესს დასაქმებულთა 36.5 % ჰყავს სამსახურით უზრუნველყოფილი.
2019 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით, კერძო სექტორში საერთო ჯამში 646 ათასი დაქირავებული საქმიანობს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 4 %-ით არის გაზრდილი. საინტერესოა, რომ საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე (ხელფასები და სხვა ხარჯები) – 2 458.5 მლნ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.8 პროცენტით მეტი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები