გია ჟორჟოლიანი: სიტყვებს აქვს მნიშვნელობა – ის, რაც მოხდა 20 ივნისს, ამას არა გავრილოვის ღამე, არამედ პარლამენტის შტურმის ღამე ჰქვია

“სიტყვებს აქვს მნიშვნელობა და თუ ჩვენ ამას წავუყრუებთ, საზოგადოებაში დამკვიდრდება ვითომ გავრილოვი არის საქართველოს ისტორიისათვის ან მნიშვნელოვანი ფიგურა, ან ის ამბავი იყო იქ მთავარი. არა, მთავრი იყო პარლამენტის შტურმი და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა. მან ყველას მოუწოდა, რომ რაც არის რეალობა და ფაქტი, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი.
​”ამ საშემოდგომო სესიაზე ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებზე უნდა ვილაპარაკოთ. ეს ეხება მმართველობის სისტემის ცვლილებას საქართველოში. ჩვენ ვნახავთ, რომ თუ ჩვენ ბოლომდე მივიყვანეთ ეს, პროპორციული სისტემა, ეს შეცვლის იმ უპირობო მმართველობის პრაქტიკას, რომელიც საქართველოში დამკვიდრდა და რომელიც რევოლუციური ცვლილებების საშუალებით იცვლებოდა მხოლოდ.
​ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით ჩვენი კონკრეტული წინადადებები, რომლებიც განსხვავდება შემოთავაზებული ვარიანტებისგან და უკვე დავუგზავნეთ უმრავლესობის და უმცირესობის ყველა დეპუტატს. იმედი გვაქვს, რომ სერიოზულად მოეკიდებით იმიტომ, რომ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ცვლილებებია, მაგრამ ამაზე მაშინ, როცა ამის განხილვა დაიწყება.
​მე ვფიქრობ, რომ დღეს უმრავლესობის უმთავრესი ამოცანაა პარლამენტში უახლოესი ხანების განმავლობაში უზრუნველყოს პირობები ამ მმართველობის სისტემის ცვლილების შინაარსობრივი განხილვისათვის. ამისათვის აუცილებელია პარლამენტში მსჯელობის ატმოსფეროს შექმნა. ის, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, ამისათვის ხელშემწყობი რომ ვერ იქნება, ხელისშემშლელია და მოწოდებულია იქეთ, რომ ეს ცვლილებები არ განხორციელდეს, ამაში მე ეჭვი არ მეპარება.
მაგრამ ამ წუთში მე არ მინდა ლაპარაკი იმაზე, თუ რა უნდა მოიმოქმედოს უმრავლესობამ, ეს თქვენი ამოცანაა. მაგრამ მე მინდა ერთი რამ ვთქვა ჩვენი სახელით, მათ შორის, მივმართო უმრავლესობას, მედიას, ჟურნალისტებსა და საზოგადოებას. სიტყვებს აქვს მნიშვნელობა. ძალიან ბევრი თქვენგანი და ჟურნალისტი გამუდმებით იმეორებთ სიტყვებს- გავრილოვის ღამე, ეს არის მცდელობა იმისა, რომ ეს ტრაგიკული მოვლენები სწორედ იმ რაკურსში იქნას წარმოდგენილი, რომელიც იმ ჯგუფს აწყობდა და რომელიც იმ დღეს ახორციელებდა აბსოლუტურად სხვა რამეს. ის, რაც მოხდა 20 ივნისს, ამას არ ჰქვია გავრილოვის ღამე, ამას ჰქვია პარლამენტის შტურმის ღამე. სიტყვებს აქვთ მნიშვნელობა და თუ ჩვენ ამას წავუყრუებთ, საზოგადოებაში დამკვიდრდება ეს და ვითომ გავრილოვი არის საქართველოს ისტორიისათვის ან მნიშვნელოვანი ფიგურა, ან ის ამბავი იყო იქ მთავარი. არა, მთავრი იყო პარლამენტის შტურმი და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე. მოგიწოდებთ უმრავლესობის წევრებს, მოვუწოდებ ჟურნალისტებს, მოვუწოდებ საზოგადოებას, ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია. ჩვენ, ჩვენი პარტიის წევრები, მხარდამჭერები და ა.შ. არასოდეს ამ სიტყვებს, რომელიც პიარის ნაწილია “ნაციონალური მოძრაობისა” და გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორებისა, ყველა შემთხვევაში ამას შევეწინააღმდეგებით და მოგიწოდებთ, რაც არის რეალობა, რაც არის ფაქტი, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები