ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა “საზღვრის” ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტში განაცხადეს, რომ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც ე.წ. უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, აღნიშნული შეზღუდვა “ცოდნის დღეს” უკავშირდება.
ე.წ. საზღვარი ორი დღით ჩაიკეტება, კერძოდ, 4 სექტემბრის 20:00 საათიდან – 6 სექტემბრის 06:00 საათამდე.
გარდა ამისა, ე.წ. უშიშროების კომიტეტი ე.წ. საზღვართან კონტროლს გააძლიერებს.
მოსაზღვრე დასახლებულ პუნქტებში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებენ სახლიდან გამოსვლის დროს თან პირადობის დამადასტურებელი საბუთები იქონიონ, ასევე ღონისძიების ჩატარებას გაგებით მოეკიდონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები