რეანომობილის გაუმართაობის გამო რაჭიდან ქუთაისში დაგვიანებით გადაყვანილი 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა

16 წლის მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც რეანომობილის გაუმართაობის გამო დამძიმდა, გარდაიცვალა. ლუკა ფოფხაძე 41 დღის განმავლობაში ქუთაისის ინტერვენციულ განყოფილებაში მკურნალობდა და მთელი ეს დრო უგონო მდგომარეობაში იყო.

არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდი რაჭიდან კლინიკაში 19 ივლისს გადაიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი ზღვიდან დაბრუნების შემდეგ დაუდგენელი ვირუსით შეუძლოდ გახდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ამბროლაურის კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც რეანომობილით გადაყვანა გახდა საჭირო.

გზაში რეანიმობილის აპარატურა დაზიანდა, მოზარდის მდგომარეობაც ამ დროს გართულდა. საბოლოოდ, მეორე რეანომობილის გამოძახება გახდა საჭირო, თუმცა ამ უკანასკნელმა სამი საათით დაიგვიანა.

მომხდარზე მოკვლევა მიმდინარეობს და დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები