გრიგოლ ლორთქიფანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
2 სექტემბერს, 19:00 საათზე, სმირნოვების სახელობის მუზეუმში, გრიგოლ ლორთქიფანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
გრიგოლ ლორთქიფანიძე (1881-1937) – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯერ სამხედრო, შემდეგ კი განათლების მინისტრი, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ქართული სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწე, პუბლიცისტი და მოაზროვნე.
1918–1921 წლებში, სხვადასხვა დროს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში ეკავა სამხედრო და განათლების მინისტრისა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს მოლაპარაკებას აწარმოებდა რევკომთან. 20-იან წლებში რუსეთში გადაასახლეს. გრიგოლ ლორთქიფანიძე 1937 ჩეკას ჯურღმულებში გარდაიცვალა.
მის: გალაკტიონ ტაბიძის №20.