სოფელ წნელისთან საოკუპაციო ძალების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა
ოკუპირებულ წნელისთან, სასაფლაოსა და კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” ავრცელებს.
მოძრაობის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები დღეს იმ ადგილებზე განლაგდნენ, „სადაც გუშინ არ იდგნენ“.
დღეს 14:00 საათზე ევროკავშირის მისიის შუამავლობით, საქართველოს ხელისუფლების, რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელთა განმეორებითი ტექნიკური ხასიათის შეხვედრა გაიმართება.