ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი ელისო ბოლქვაძის კონცერტით გაიხსნა

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების მეშვიდე ფესტივალი ვირტუოზი პიანისტის – ელისო ბოლქვაძის კონცერტით გაიხსნა. პიანისტმა ბეთჰოვენის „პრომეთეს ქმნილებანი“ ბათუმის ფესტივალის ორკესტრთან ერთად შეასრულა, რომელსაც დავით მუქერია დირიჟორობდა. კონცერტში გიტარისტი კლაუდიო პიასტრა მონაწილეობდა.
კონცერტის დასრულების შემდეგ გამართულ მიღებაზე ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის ლაშა დევდარიანის კოსტიუმების გამოფენა გაიმართა
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი, ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც UNESCO-ს მაღალი პატრონაჟით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები