„ჩხიკვთა ქორწილს“ „ბლექ სი არენამ“ უმასპინძლა
„ბლექ სი არენამ“ ანსამბლ „ივერიის“ მიუზიკლს – „ჩხიკვთა ქორწილს“ უმასპინძლა.
„ჩხიკვთა ქორწილი“ უკვე 40 წელია, წარმატებით იდგმება და უდიდესი აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მხოლოდ საქართველოში, ალექსანდრე ბასილაიას და ჯემალ ბაღაშვილის ეს გახმაურებული მიუზიკლი სხვადასხვა წელს თითქმის 800-ჯერ ჩატარდა, მათ შორის, 2018 წლის 28 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ პირველად გაიმართა და გასული სეზონის წარმატებული პროექტი გახდა, რადგან ღონისძიებაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა. რეიტინგული პროექტი 2019 წელს ისევ დაუბრუნდა „ბლექ სი არენას“ გრანდიოზულ სცენას.
კონცერტში სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ანსამბლ „ივერიის“ ცნობილი მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ „ჩეკ ინ ჯორჯიას“ (Check In Georgia) ფარგლებში დაიდგა.