ანა კორძაია-სამადაშვილთან შეხვედრა გაიმართება
4 სექტემბერს, 19:30 საათზე, სასტუმრო „რუმს თბილისში“, ანა კორძაია-სამადაშვილთან შეხვედრა გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მწერალი ისაუბრებს მის უახლეს წიგნზე – „ზინკა ადამიანი“.
„სიტყვა „ხმა” შემთხვევითი არ არის. მისი ტექსტების კითხვისას გიჭირს გაარჩიო – ამბავს კითხულობ თუ ისმენ. ამის მიზეზი ანა კორძაია-სამადაშვილის თხრობის მანერაა, რომლის დახმარებითაც ავტორი ჩვეულებრივ ამბებს ჯადოსნურად ჰყვება და შანსს არ გიტოვებს, არ მოუსმინო, – აცხადებენ ორგანიზატორები.
შეხვედრაზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაცია: www.statusevents.ge
დასწრება შეზღუდულია და შესაძლებელია მხოლოდ „თი-ბი-სი სტატუსის“ მომხმარებლებისთვის.
მის: მერაბ კოსტავას ქ.14.