საქართველოს სინფონიეტა მესტიაში – კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება
4 სექტემბერს, 20:00 საათზე, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ლეო ფილფანის სახელობის ფოლკლორის თეატრში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის – საქართველოს სინფონიეტას კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება.
საქართველოს სინფონიეტა კლასიკური მუსიკის კონცერტებს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში გამართავს:
ლატალი – 5 სექტემბერი, 17:00 საათი, ლატალის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზი;
ონი – 7 სექტემბერი, 18:00 საათი, ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლი;
ლენტეხი – 8 სექტემბერი, 17:00 საათი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი;
ცაგერი – 9 სექტემბერი, 17:00 საათი, ცაგერის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი;
ამბროლაური – 10 სექტემბერი, 19:00 საათი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი.
შესრულდება ბ. ბრიტენის, ა. მაჭავარიანის, ს. ცინცაძისა და ვ. აზარაშვილის ნაწარმოებები.
კონცერტები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.