ფონდ „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით, წეროსხევის ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობს

 გორის მუნიციპალიტეტში, წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სარესტავრაციო პროექტის ფარგლებში ტაძრის აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადების დაზიანებული ფრაგმენტები ნიჩბისის ახლად მოჭრილი ქვებით შეიმოსა, რომლებიც ადგილმდებარე საბადოს ერთ-ერთ კარიერზეა მოპოვებული და დამუშავებული. ამავე ქვით მოპირკეთდა გუმბათის ყელი და ეკლესიის კარნიზები. გადახურვის კონსტრუქციაზე მოჭიმული კირხსნარის პოლიმერული იზოლაციის ფენაზე ქვედა დონის სახურავები შეიმოსა ხის ფენილით, სადაც უახლოეს მომავალში ავთენტური ფორმის კრამიტის მოწყობის პროცესი დაიწყება. ქართული აგურით აღდგა ეკლესიის კანკელი, რომელიც კირხსნარით შეილესა. წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაციას კომპანია „აბა ჯგუფი“ ახორციელებს.
ტაძრის რესტავრაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდ „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები