ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს

დეპუტატ ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს. შესაბამისი გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” სხდომაზე მიიღეს. თუმცა გეგიძე ამ დროისთვის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს და პარტიის წევრად რჩება. პარტიიდან გარიცხვაზე გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო იღებს.
როგორც მმართველი გუდის წევრმა გია ვოლსკიმ მედიასთან განაცხადა, დაგროვდა საკითხები, რომლებზეც უმრავლესობასა და გეგიძეს რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები