ქარიშხალი „დორიანი“ აშშ-ის სამ შტატს დაატყდება – საფრთხის ბოლო, მეხუთე, დონეა გამოცხადებული

ქარიშხალი „დორიანი“ ბაჰამის კუნძულების შემდეგ აშშ-ის ფლორიდის, ჯორჯიისა და სამხრეთ კაროლინის შტატებს უახლოვდება.
ქარიშხალს საფრთხის ბოლო- მეხუთე დონე მიაკუთვნეს, ქარის სიჩქარე 298 კმ/ს აღწევს.
ბაჰამის კუნძულებზე სანაპირო ზოლთან მცხოვრები ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც 4,6 მეტრიანი ტალღების გამო წყალდიდობაა მოსალოდნელი.
ბაჰამის ხელისუფლებამ ცალკეულ კუნძულებთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა, თუმცა ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ „დორიანი“ ჩრდილოეთისკენ შემოტრიალდა და ფლორიდის, ჯორჯიისა და სამხრეთ კაროლინის შტატებს დაატყდება.
ფლორიდის შტატში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოიღეს, ასევე 2,5 ჯარისკაცია მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები