სალომე ზურაბიშვილი: საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 წელს… დღემდე გრძელდება ოკუპაცია, სამხედრო ტყვეები, პროვოკაციები

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში მარშალ პილსუდსკის მოედანზე, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეის დუდამ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომიდან ევროპაში სათანადო დასკვნა ვერ გამოიტანეს.

„საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 წელს. დღემდე გრძელდება ოკუპაცია, სამხედრო ტყვეები, პროვოკაციები. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ევროპის და მსოფლიოს საზოგადოების წინაშე, რომ სამხედრო აგრესია აღარ განმეორდება. დღეს ჩვენ, კვლავ ვუმკლავდებით იმპერიალისტურ ტენდენციებს ევროპაში, რაც გამოიხატება საზღვრების ძალის გამოყენებით ცვლილების მცდელობაში, ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიაში, მიწის წართმევაში, ადამიანების მძევლად აყვანაში. ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა არ არის მშვიდობის შენარჩუნების გზა. ეს არის გზა, ფაქტობრივად დაეთანხმო და წაახალისო ახალ თავდასხმები“ -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში ანჟეი დუდას მიწვევით იმყოფება. ღონისძიებას პოლონეთში 40 ქვეყნის დელეგაცია დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები