“ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

პარტია “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, შინაგან საქმეთ მინისტრი გიორგი გახარია და სახელისუფლებო გუნდის სხვა ლიდერები ესწრებიან .

როგორც უმრავლესობის წევრებმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადეს, დღევანდელ სხდომაზე საშემოდგომო სესიასთან დაკავშირებული საკითხებს განიხილავენ.

რაც შეეხება მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს, დეპუტატების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ შეხვედრაზე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხიც იქნას განხილული.

„არ გამოვრიცხავ აღნიშნულ საკითხს და შეხვედრის დასრულების შემდგომ გავაკეთებ დამატებით კომენტარს“, – განაცხადა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები