საპარლამენტო უმრავლესობა დღეს სხდომას გამართავს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

როგორც რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო გოგუაძემ განაცხადა, სხდომაზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება.

„საშემოდგომო სესიიდან არაერთი მნიშვნელოვანი პროცესი უნდა დაიძრას, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილებები, მოსამართლეების არჩევა, საარჩევნო ცვლილებები და ა.შ. ველოდები, რომ უმრავლესობის სხდომაზე ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ”, – განაცხადა დეპუტატმა.

სხდომა 18:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები