საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 10-44 დამარცხდა
თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ დასრულდა სარაგბო მატჩი საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნული გუნდებს შორის.
თამაში სტუმრების აქტიურობით დაიწყო და უკვე მე-6 წუთზე, ზუსტი საჯარიმო დარტყმის შედეგად, ანგარიში 0-3 გახდა. ამას მე-11 წუთზე კიდევ ერთი საჯარიმო მოჰყვა, შემდეგ კი, მე-13 და მე-19 წუთებზე, შოტლანდიელებმა ორი ლელო დადეს და ტაიმის შუალედში ანგარიში უკვე 0-20 იყო სტუმართა სასარგებლოდ.
პირველი ნახევარი 3-23 დასრულდა სტუმართა სასარგებლოდ.
მეორე ტაიმში, მატჩის 47-ე წუთზე, შოტლანდიელებმა კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხეს, რასაც მასპინძლებმა 58-ეზე უპასუხეს თავიანთი ლელოთი და ანგარიში 10-30 გახდა.
მატჩის ბოლო წუთები ბორჯღალოსნებმა შეტევაში გაატარეს, თუმცა ანგარიშის შეცვლა ვერ მოახერხეს.
საბოლოოდ 10-44 შოტლანდიის სასარგებლოდ.