ბიძინა ივანიშვილმა მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთად აბასთუმანში მდებარე თამარის ციხე დაათვალიერა (ფოტოკოლაჟი)

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთად აბასთუმანში მდებარე თამარის ციხე დაათვალიერა.
“ქართული ოცნების” ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ კურცხანას ხეობაში შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც აბასთუმნის ამ მხარეს უფრო მეტ სიცოცხლეს შესძენს. ამასთან, მან იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც ხეობაში მისი ხელშეწყობით იგეგმება.
ცნობისათვის, თამარის ციხე მდინარე ოცხესა და კურცხანის ხეობის შესართავთან, მთაზეა აგებული. იგი IX‐XI საუკუნეებს მიეკუთვნება. ისტორიკოსთა ვარაუდით, ეს ციხე დასტურია იმისა, რომ აბასთუმანში, მაშინდელ ოძრხეში, თამარ მეფის რეზიდენცია იყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები