ქობულეთში ფეხითმოსიარულე კაცს საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნილი კონდიციონერი დაეცა

ქობულეთში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი კონდიციონერი ტროტუარზე ფეხითმოსიარულე მამაკაცს დაეცა. როგორც ცნობილია, კონდიციონერის დემონტაჟს მანამდე ხელოსანი ცდილობდა.
​მამაკაცი თავის არეში ჭრილობით და ტვინის შერყევით, კლინიკაში გადაიყვანეს.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები