რობერტ კენედის მკვლელი ციხეში დანით დაჭრეს

აშშ–ის ციხეში 75 წლის სერჰან სერჰანი დაჭრეს. ის აშშ–ის ყოფილი პრეზიდენტის ძმის მკვლელობისთვის სასჯელს უკვე 50 წელია იხდის.
The Guardian-ი სასჯელაღსრულების დაწესებულებების სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ ოფიცრებმა დროული რეაგირება მოახდინეს და სერჰანი საავადმყოფოში მრავლობითი ჭრილობებით გადაიყვანეს. ამჟამად ის სტაბილურ მდგომარეობაშია.
უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ ბოროტმოქმედი იდენტიფიცირებულია და გამოძიების დასრულებამდე ის ციხის იზოლირებულ ნაწილში დარჩება.
სერჰან ბიშარა სერჰანი რობერტ კენედის მკვლელობისთვის 1968 წლის 6 ივნისს გაასამართლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები