მოსკოვის ეროპორტებში 130 რეისი გაუქმდა და გადაიდო
მოსკოვის აეროპორტებში, ნისლის გამო 121 რეისი გადაიდო, 9 კი გაუქმდა.
კერძოდ, ვნუკოვოს აეროპორტში 28 რეისია გადადებული, დომოდედოვოში 26 და 9 გაუქმებულია, შერემეტიევოში კი, შეფერხება 67 რეისს შეეხო.
ფრენები მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე განახლდება.