მექსიკაში კრიმინალური დაჯგუფებების დაპირისპირების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა
მექსიკაში, მიჩოაკანის შტატში კრიმინალური დაჯგუფებების დაპირისპირების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 11 დაშავდა.
ამის შესახებ ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ისრაელ პატრონმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სამართალდამცველებს შემთხვევის ადგილზე 5 ავტომობილი დახვდა.
მინისტრს არ დაუზუსტებია უკავშირდება თუ არა მომხდარი ნარკორეალიზატორების კონფლიქტს.
ადგილობრივი მედია კი წერს, რომ საუბარი, სავარაუდოდ, მიდის „ხალისკოს ახალი თაობის“ ნარკორეალიზატორების მონაწილეებზე.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიჩოაკანის შტატში, სულ მცირე 8 რაიონში შეირაღებული დაჯგუფებების მობილიზება გამოცხადდა.