პაკისტანში ხიდის ჩამონგრევას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანში ხიდი ჩამოინგრა და ავტომობილი მოიყოლა. ინციდენტის შედეგად, სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა.
გამოცემა Dawn–ის ინფორმაციით, ყველა დაღუპული ერთი ოჯახის წევრია.
წინასწარი ვერსიით, ხიდმა გადატვირთული ავტომობილის წონას ვერ გაუძლო.
პოლიცია ადგილობრივების დახმარებით დაღუპულთა ცხედრების სამძებრო სამუშაოებს აწარმოებს.