„TIME TO UPGRADE“ – ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე–11 ფესტივალი გრძელდება
30-31 აგვისტოს, არტ-ვილა გარიყულაში ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე–11 საერთაშორისო ფესტივალის მორიგი ღონისძიება – „TIME TO UPGRADE“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა ასახავს დროის ტექნოლოგიურად ახალ აღქმას, როგორც სიმბოლურ და ინტელექტუალურ პროცესს, რომელიც ტოვებს ვირტუალურ და ხელშესახებ კვალს დამთვალიერებლის გონებაში. „Time to Upgrade“ მოიცავს ხელოვნების კონტრასტულ ფორმებს: მხატვრობა მინერალური პიგმენტებით, ციფრული ინსტალაცია, პერფორმანსი, წერა და ქუჩის ტანსაცმლის კონცეპტუალური ბრენდი; ყოველივე ეს კი კავშირშია დროის იდეასა და ადამიანის ცნობიერების შინაგანი ფორმირების ეტაპებთან.
მონაწილეები: Olya Dubatova, Levon Petrosyan, Alejandro Lopart, Matt Graham, Jillian Wiedenmayer, George Coffin.
ფესტინოვას ფრანგულ პავილიონში Alexandre Bavard–Tsouladze-ის პერსონალური გამოფენა გაიმართება.
ფესტივალი ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.