პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სოფელ ჩორჩანაში არსებულ ვითარებას დეპუტატი ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართულ მხარესთან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ იქ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიდეს, რათა დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები, რამდენადაც იქ ბლოკპოსტის მშენებლობა საჭიროა. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი ულტიმატუმის ენით საუბარი არის სრულიად მიუღებელი. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, იმ მისიებთან, რომლებიც პროცესს აკვირდებიან, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. სწორედ მათთან ერთად შევძლებთ ყველა საკითხის დიდი პასუხისმგებლობით მოგვარებას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.