ბათუმი კლასიკური მუსიკის ფესტივალს მასპინძლობს

ბათუმში შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი 1 სექტემბერს გაიხსნება. ფესტივალს ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ მართავს. ფესტივალი „თი-ბი -სის“ მხარდაჭერით ტარდება.
​როგორც „კვირას“ „თი-ბი-სი ბანკიდან“ აცნობეს, 10 დღის განმავლობაში ფესტივალი მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსებს და ასევე საქართველოს მომავალი თაობის ვარსკვლავებს უმასპინძლებს.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი დაარსების დღიდან, ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა. მასტერკლასების ფორმატში ხდება საგანმანათლებლო პროგრამების ინტეგრირება ინოვაციური მეთოდებით, რაც ახალგაზრდების მუსიკალურ დონეს ეფექტურად აამაღლებს. მასტერკლასებს ცნობილი ფრანგი მუსიკოსი და მეთოდოლოგი მიშელ სონი ჩაატარებს. მუსიკოსებს მონაწილეობის მიღება საქართველოს რეგიონის ყველა კუთხიდან შეუძლიათ. გამორჩეულები კი საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებში და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად იქნებიან მიწვეულები.
ფესტივალი იუნესკოს მაღალი პატრონაჟით ტარდება, რაც მას განსაკუთრებულ და უნიკალურ სტატუსს ანიჭებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები