დონალდ ტრამპმა ვარშავაში ვიზიტი გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთში, მეორე მსოფლიო ომის დაწყების მე-80 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, აღარ ჩავა.
ამის შესახებ Bloomberg წერს.
ამის მიზეზად ტრამპმა შტორმი „დორიანი“ დაასახელა, რომელიც ფლორიდის შტატს უახლოვდება.
„ჩანს, რომ შტორმი ძლიერი იქნება. მაიკი ჩავა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ამერიკელების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმ დროს ვიყოთ ვაშინგტონში, როდესაც ფლორიდას „დორიანი“ მიუახლოვდება“,-დაწერა ტრამპმა Twitter-ის გვერდზე.
ტრამპის მაგივრად ვარშავაში ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ჩავა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, გამართავს თუ არა პენსი იმ შეხვედრებს, რომლებიც ტრამპის გრაფიკში იყო ჩანიშული.
ვარშავაში ღონისძიებას 40 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის 20-მდე პრეზიდენტი, დაესწრება, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პოლონეთში მიწვეული არ არის.
მეორე მსოფლიო ომის დაწყების მე-80 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები