ძველზმანების ფესტივალი გაიმართება
31 აგვისტოს, 1 სექტემბერს, „ფაბრიკაში“ ძველზმანების ფესტივალი გაიმართება.
„უფრო მეტი ძველზმანი ერს, გვითქვამს ჩვენ და გაგვიკეთებია კიდეც.
ამჯერად, ვაანონსებთ უფრო დიდ ვინტაჟურ მარკეტს, უფრო მეტი ძველზმანითა და ლამაზ-ლამაზი სტარტაპებით.
უფრო მეტი 1940–2000 წლების: ქუჩის სტილი, სიურეალისტურ ფორმებისა თუ სახლის ტანსაცმელი, უფრო მეტი ეკომეგობრული გარემო.
უფრო მეტი მუსიკა და არტისტი, სასმელი და საჭმელი, ინსტალაცია და ოვაციაც ასევე გარანტირებულია. უფრო მეტი დრო ნივთების შესაძენად და უფრო მეტი დეტალი ძალიან მალე;
უფრო მეტი საღამოს გართობა;
შაბათს გავიძველზმანებთ, 17:00-დან 23:00 მდე.
ხოლო კვირას ვინავარდებთ, 15:00-დან 23:00 მდე.
ადგილი – „ფაბრიკა“;
ძველზმანების მოცვის არეალი კი, კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ადრე“… – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.