„ეშმაკი ატარებს Vetements“ – გიგა უჩუვატოვი „პროსპეროს წიგნებში“
30 აგვისტოს, 17:30 საათზე, ინგლისური წიგნების მაღაზია „პროსპეროს წიგნებში“, ვაჟა-ფშაველას ფილიალში, მოდის ინდუსტრიის ბლოგერი, გიგა უჩუვატოვი სალონურ შეხვედრას მართავს – „ეშმაკი ატარებს “Vetements“ – როგორ შეიცვალა მოდა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მოდის ბლოგერი გიგა უჩუვატოვი დღევანდელ ტენდენციებზე, თანამედროვეობის გამორჩეულ დიზაინერებსა და ყოველდღიურ სტილზე ისაუბრებს.
ტრენდები და სილამაზის აღქმის კრიტერიუმები, მუდმივი ცვლილებები და მილიონობით ქალბატონი, რომელიც მზად არის, აჰყვეს მოდის სამყაროს დაჩქარებულ რიტმებს – რა ხდება დღეს, რა არის ტრენდული და რას ჩაიცვამდნენ „ეშმაკი ატარებს პრადას“ პერსონაჟები თანამედროვეობაში, – აი, საკითხები, რაზეც მოდის ბლოგერი ისაუბრებს.
მისამართი: „პროსპეროს წიგნები“, ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცე, ვაჟა-ფშაველას #1.