ხატია ბუნიათიშვილი ოსლოს ფილარმონიის 100 წლის საიუბილეოდ კონცერტს გამართავს
29-30 აგვისტოს, პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, ოსლოს ფილარმონიის 100 წლის იუბილეზე კონცერტით გამოვა. ნორვეგიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, პიანისტი უკვე ნორვეგიაშია.
პროგრამა: შტრაუსის „დონ ჟუანი“ – კონცერტი ორკესტრისთვის, ბელა ბარტოკის კონცერტი ორკესტრისთვის, ჩაიკოვსკის კონცერტი პორტეპიანოსთვის ორკესტრის თანხლებით № 1.
დირიჟორი ვასილ პეტრენკო.