ზაფხულის მიწურულს ახალგაზრდა პოეტების საღამო გაიმართება
31 აგვისტოს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსაში“ პოეზიის საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სტუმრებს ახალგაზრდა პოეტები – ნიკა ჩერქეზიშვილი და ლაშა მარგიანი უმასპინძლებენ და საკუთარ შემოქმედებაზე,ზოგადად, პოეზიაზე ისაუბრებენ.
„ერთად გავაცილოთ ლიტერატურული ზაფხული“, – მიმართავენ მსმენელებს ორგანიზატორები.
მის: სანკტ-პეტერბურგის 12.