კლასიკური მუსიკის ფესტივალი – „ღამის სერენადები“ 2 სექტემბრიდან თბილისში გაგრძელდება
კლასიკური მუსიკის ფესტივალი, „ღამის სერენადები“ 2 სექტემბრიდან თბილისში გაგრძელდება. მანამდე ბათუმმა სამი კონცერტს უმასპინძლა.
მესამე კონცერტზე ბათუმის დრამატულ თეატრში სულხან ცინცაძისა და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები შესრულდა.
მევიოლინე ანა-ლიზა ბეზროდნიმ და ჩელისტმაიან-ერიკ გუსტავსონმა „საქართველოს ვირტუოზებთან“ ერთად ბენჯამინ ბრიტენის „უბრალო სიმფონია“ , პაბლო სარასატეს „კარმენ ფანტაზია“ ,სულხან ცინცაძის მინიატურები და ვაჟა აზარაშვილის კონცერტი ჩელოსთვის შეასრულეს.
ფესტივალის მთავარი დირიჟორი იყო ვახტანგ მაჭავარიანი, საპატიო სტუმარი – კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი.
ფესტივალი 2 და 4 სექტემბერს თბილისში კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაგრძელდება.
საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 37 წლის ისტორიას ითვლის. ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე. უკვე მეორე წელია, მასთან ერთად ფესტივალს მუსიკოსი გიორგი ისაკაძე ხელმძღვანელობს.