ფესტივალ „ღამის სერენადების“  მესამე დღეს, ბათუმში, ანა-ლიზა ბეზროდნი და იან-ერიკ გუსტავსონი დაუკრავენ

ფესტივალ „ღამის სერენადების“  მესამე დღეს, ბათუმის დრამატულ  თეატრში, ანა-ლიზა ბეზროდნი და იან-ერიკ გუსტავსონი წარდგებიან დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანთან ერთად.
ფესტივალი  25, 27, 28 აგვისტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში, 2 და 4 სექტემბერს კი – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.
წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი სოლისტები და დირიჟორები გერმანიიდან, საბერძნეთიდან, ფინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და, რასაკვირველია, საქართველოდან.

28 აგვისტო, ბათუმი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი

1. ბენჯამენ ბრიტენი – უბრალო სიმფონია
2. პაბლო სარასატე- კარმენ ფანტაზია
ანა ლიზა ბეზროდნი – ვიოლინო
3. სულხან ცინცაძე – მინიატურები
4. ვაჟა აზარაშვილი – კონცერტი ჩელოსთვის
იან-ერიკ გუსტავსონი – ჩელო
ვახტანგ მაჭავარიანი – დირიჟორი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები