ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპის პირველი შეხვედრა ვარშავაში შედგება

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონის, განცხადებით, დონალდ ტრამპი თავის უკრაინელ კოლეგას ვარშავაში შეხვდება.
ამის შესახებ ბოლტონმა მედიას კიევში განუცხადა, სადაც ვიზიტით იმყოფება.
“იმედს ვიტოვებთ, რომ პრეზიდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ისაუბრონ მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80-წლის ღონისძიებების ფარგლებში“,-განაცხადა ბოლტონმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ოფიციალური ანონსის არარსებობის მიუხედავად, შეხვედრა შედგება.
„ვარშავის შეხვედრასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. არ ვიცი, რამდენი ხანი გაგრძელდება შეხვედრა, იქიდან გამომდინარე, რომ ცერემონიების ნაწილი მთლიანად დაგეგმილია“,-აღნიშნა ჯონ ბოლტონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები