მოწამეთას მონასტერთან ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება

 ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
ფონდის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს გალავნის კედლების გამაგრებით სამუშაოებს და ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემის და საპირფარეშოების მშენებლობა-რეაბილიტაციას.
პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები